კოენტრაუს წასვლის საკითხი კვლავ აქტუალურია
ფაბიო კოენტრაუს მადრიდიდან აბარგების საკითხი კვლავ აქტუალურია...
ფაქტია, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი მოედანზე საერთოდ არ გამოდის და ხელფასს მხოლოდ ვარჯიშში იღებს, რაც ფლორენტინო პერესისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.
გავრცელებული ინფორმაციით, „რეალის“ ხელმძღვანელობა ფაბიოს გაშვებაზე სერიოზულად ფიქრობს და მზად არის, ნებისმიერი წინადადება მოისმინოს, რომელიც პორტუგალიელს ეხება.
ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კოენტრაუ ყველას გადაავიწყდა, მისი საფეხბურთო კარიერა არც „მონაკოში“ წავიდა წინ, აქედან გამომდინარე, „რეალი“ ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით სერიოზულად მუშაობს.
- 28 დეკემბერი 2016
- 3 404
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.