"რეალი" შეუდარებელია საერთაშორისო ფინალებში
უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში, "რეალმა" 9 საერთაშორისო ფინალში მიიღო მონაწილეობა.
"თეთრების" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მატჩებიდან ყველა თავის სასარგებლოდ დაასრულეს.წარმატებული სვლა 2002 წლიდან დაიწყო, როდესაც მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ დაპირისპირებაში 2–1 ძლიეს ლევერკუზენის "ბაიერს." მას შემდეგ, 2 შეხვედრა ჩაატარეს ამავე ტურნირზე, 3 ევროპის სუპერთასსა და 3–იც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.საერთო ჯამში 9 გამარჯვება და 9 ტიტული.
რაც შეეხებათ გამწყვეტ პაექრობაში დამარცხებულ გუნდებს, ესენი არიან: "ატლეტიკო" (ორჯერ), "სევილია" (ორჯერ), "ბაიერი," "ფეინორდი," "ოლიმპიო," "სან ლორენცო" და "კაშიმა ანტლერსი."
ამასთანავე, კონტინენტის საუკეთესო საკლუბო ჩემპიონატზე ჩატარებული ბოლო 5 ფინალიდან, "რეალმა" ხუთივე მოიგო: 1997/1998 წ.წ. "რეალი" 1–0 "იუვენტუსი," 1999/2000 წ.წ. "რეალი" 3–0 "ვალენსია," 2001/2002 წ.წ. "რეალი" 2–1 "ბაიერნი," 2013/2014 წ.წ. "რეალი" 4–1 "ატლეტიკო" და 2015/2016 წ.წ. "რეალი" 1–1 "ატლეტიკო" (გამარჯვება პენალტების სერიაში).
AS
- 21 დეკემბერი 2016
- 2 960
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.