მუნდიალის ფინალის მსაჯმა განმარტება გააკეთა
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალური მატჩის მიწურულს, მთავარმა არბიტრმა ჯენი სიკაზვიმ, ერთ–ერთი ეპიზოდის დროს რამოსისთვის მეორე ყვითელი ბარათის ჩვენება გადაწყვიტა და ჯიბისკენ ხელიც წაიღო, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.
მოზამბიკელმა მსაჯმა პრესასთან განმარტება გააკეთა: "მე და ჩემს თანაშემწეს კომუნიკაციის პრობლემა შეგვექმნა.აღნიშნული მომენტის დროს, ყურსასმენში გადმომცემს, რომ "რეალის" ფეხბურთელმა დაარღვია თამაშის წესი, მაგრამ ყვითელს არ იმსახურებდა.თავდაპირველად, სხვანაირად გავიგე ნათქვამი და ამიტომაც შეიქმნა გაუგებრობა."
AS
- 21 დეკემბერი 2016
- 7 656
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.