რონალდუ:„2016 წელი ჩემთვის ისტორიულია“
კრიშტიანო რონალდუმ „კაშიმასთან“ გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„გავედით ფინალში და გავიმარჯვეთ. ჰეთ-თრიკი შევასრულე, რამაც გუნდს თასი მოაპოვებინა. უბედნიერესი ადამიანი ვარ.“
„ვეცადე, რომ შესაძლებლობები ბოლომდე წარმომეჩინა და გამომივიდა კიდეც. შესანიშნავი დასასრულია. 2016 წელი ჩემთვის ისტორიულია.“
„მე ვერ გავიმარჯვებდი ვერცერთ ტურნირზე, რომ არა ჩემი თანაგუნდელები. ოქროს ბურთი სულ ცოტა ხნის წინ მოვიპოვე, ახლა კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულის რანგში გესაუბრებით. ძალიან გახარებული ვარ.“
- 18 დეკემბერი 2016
- 2 784
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.