ვან დერ ვაარტი: "ოპტიმალურ ფორმაში ვარ"

რაფალე ვან დერ ვაარტმა პრეს-კონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ უწინდელი ფორმა უკვე აღიდგინა.

"სამეფო კლუბსა და "ბარსელონას" შორის სხვაობა 5 ქულაა. კატალონიელებს არცერთი მატჩი არ წაუგიათ, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ ის, რომ მათ ბერნაბეუზე მოუწევთ თამაში. მანამდე კი, შემდეგ ტურში, ისინი "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ითამაშებენ. ამ შეხვედრაში მე მადრიდულ კლუბს ვუგულშემატკივრებ."

"ტრავმები ფეხბურთიში ძალიან ხშირია. მე ტკივილებს აღარ ვგრძნობ და უკვე ოპტიმალურ ფორმაში ვარ, რადგან სპორტულ დარბაზში ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი."

"ხერესის წინააღმდეგ მატჩში თამაში და გოლის გატანა ჩემთვის შესანიშნავი საჩუქარი იქნება დაბადებისდღისთვის. ჩემი ოჯახი სტადიონზე შეიკრიბება და თამაშს თვალ-ყურს ადევნებს."

"რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, აქ ჩვენ "ლიონს" დავუპირისპირდებით. პირველი მატჩი გასვლაზე გვიწევს, სწორედ ამიტომ ჩვენ მინიმუმ ერთი გოლი მაინც უნდა გავიტანოთ, რათა განმეორებითი შეხვედრა უფრო მშვიდად ჩავატაროთ."

"ლა ლიგის წინა ტურში კაკამ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა. იგი ნელ-ნელა ფორმაში შედის და იმედი მაქვს მისი დრო მალე მოვა. მე მას ფეხბურთელს ძალიან დიდ პატივს ვცემ."

"მე არ მინდა არბიტრებზე საუბარი. ჩვენ წინააღმდეგ ძალიან ხშირად უშვებენ შეცდომებს, რაც ძალიან გამაღიზიანებელია."


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

სტატიის ავტორი: EL Gio

  • Junior
  • 10 თებერვალი 2010
  • 1 617
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)