"რეალი" პეპეს შემცვლელად პაპასტოპულოსს განიხილავს
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ფეხბურთელის, რომელსაც 2019 წლის ივნისს ეწურება მოქმედი კონტრაქტი, შემცვლელის ძიებაშია.
გერმანული Bild–ის ცნობით, სამეფო კლუბის წარმომადგენელი უკვე რამდენიმე მატჩის განმავლობაში აკვირდება "ბორუსიას" უკანახაზელს.სოკრატის პაპასტოპულოსი ზიდანის გუნდთან ორმატჩიანი პაექრობის შემდეგ მოექცა პერესის ობიექტივში.ის 28 წლისაა და უკვე მმექვსე სეზონია, რაც ბუნდესლიგაში თამაშობს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ უნდა მოახერხოს "რეალმა" ტრანსფერის განხორციელება, რამეთუ მათ "ფიფასგან" ე.წ ბანი აქვთ მიღებული.
AS
- 15 დეკემბერი 2016
- 2 307
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.