არსენ ვენგერი:”ფავორიტი სამეფო კლუბია”

ინგლისური კლუბის, ლონდონის ”არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა, ”სამეფო” კლუბთან მიმართებაში მცირე განცხადება გააკეთა. მისი აზრით ლიგის მოგების ერთერთი მთავარი ფავორიტი სწორედ ”ბლანკოსია”.

როგორც მოგეხსენებათ, "უეფას ჩემპიონთა ლიგის" ფინალი 22 მაისს, "სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართება, ამის გამო ”ბლანკოსის” ფეხბურთელებს დამატებითი სტიმული ეძლევათ. არსენ ვენგერმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა.

არსენ ვენგერი:”მერვედ ფინალში ძალიან კარგი გუნდები გავიდნენ, თითქმის ყველა ის კლუბია, რომლებიც გრანდებად მიიჩნევა. ბევრი საინტერესო მატჩი შედგება, 1/8 ფინალური ტურის გადალახვა ნებისმიერ გუნდს ძალიან გაუჭირდება"

”რაც შეეხება ფინალურ მატჩს, ეს ალბათ ყველაზე დაძაბული ფინალი იქნება, რადგან თამაში ესპანეთშია. სამეფო კლუბი, თუ გავა ფინალში მაშინ, თასის აღების რეალური კანდიდანტები სწორედ მადრიდელები იქნებიან. არაფერია გამორიცხული, "არსენალსაც" აქვს ამ ტურნირის მოგების შანსი."

”სანტიაგო ბერნაბეუ” ძალიან კარგი სტადიონია, ალბათ მსოფლიოში საუკეთესოც. ”ბლანკოსს” დიდი ამბიციები აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ამას განახორციელებენ კიდეც, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ ”ლიონი”. მართალია ეს გუნდი ცუდ შთაბეჭდილებას არ ახდენს, მაგრამ მადრიდელებს 1/4 ფინალში გასვლის გაცილებით უფრო მეტი შანსი აქვთ. ესპანელებს სტიმულს აძლევს ისიც, რომ ფინალი მათ მოედანზე გაიმართება.”-განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.


ინფორმაციის წყარო:news.maxifoot.com
სტატიის ავტორი:buxu

  • buxu
  • 10 თებერვალი 2010
  • 1 931
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)