"რეალი" მეოთხედ დაუპირისპირდება "ამერიკას"
როგორც იცით, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანური გრანდის მეტოქე მექსიკური კლუბი იქნება
აქამდე, "რეალისა" და "ამერიკას" გზები სამჯერ გადაიკვეთა.პირველი და მეორე დაპირისპირებები, შორეულ 1927 წელს შედგა, როდესაც "ბლანკოსი" ამერიკულ ტურნეში იმყოფებოდა.მაშინ, ევროპელებმა 4–2 და 5–3 დაამარცხეს ჩრ.ამერიკელები.
კლუბების უკანასკნელი ამხანაგური მატჩი 2010 წელს ჩატარდა, რაც ჟოზე მოურინიოს სადებიუტო პაექრობას დაემთხვა.რონალდუს, კანალესისა და იგუაინის გოლების წყალობით, "თეთრებმა" 3–2 იმარჯვეს.
MARCA
- 14 დეკემბერი 2016
- 3 681
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.