პეპე და რამოსი ნახევარფინალურ შეხვედრას გამოტოვებენ
ზინედინ ზიდანის შეგირდებმა დასკვნითი ვარჯიში გამართეს "ამერიკასთან" მატჩამდე.
უკვე ცნობილია, რომ საკლუბო მუნდიალის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს რამოსი, რომელიც დღევანდელ სესიაზე მსუბუქად გაისარჯა.ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პეპეს ასპარეზობაც.ეს უკანასკნელი საერთოდ არ გამოჩენილა სავარჯიშო მოედანზე.
რაც შეეხებათ დანარჩენ ფეხბურთელებს, მათ სრული დატვირთვით იმუშავეს და მწვრთნელისგან ბოლო მითითებები მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ "რეალისა" და "ამერიკას" დაპირისპირება, 15 დეკემბერს, თბილისის დროით 14 საათსა და 30 წუთზე აიღებს სტარტს.
AS
- 14 დეკემბერი 2016
- 4 407
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.