მარსელო: "რონალდუ დაძინებას არ აპირებს"
"რეალის" განაპირა მცველმა, მარსელომ, ინტერვიუ ჩაწერა იაპონელ ჟურნალისტებთან.
"ვფიქრობ, რონალდუ არ აპირებს დაძინებას (ტოკიოს დროით, "ოქროს ბურთის" დაჯილდოვების ცერემონია დილის 4 საათზე დაიწყება – ავტ.).ის უდავოდ იმსახურებს პირველობას."
"რა თქმა უნდა, გოლის გატანა მატჩის ბოლო წუთებზე ადვილი არ არის და უმჯობესია თუ აქამდე არ მივიყვანთ საქმეს, თუმცა "რეალი" მსაჯის საფინალო სასტვენამდე არ ნებდება."
"ჩვენი მიზანია, რომ მადრიდში მორიგი ტიტული ჩავიტანოთ.ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ."
MARCA
- 12 დეკემბერი 2016
- 7 411
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.