Oye muchacho, es minuto 90!

"Oye muchacho, es minuto 90!"–"ჰეი ბიჭო, 90–ე წუთია!"

ლეგენდა, კაპიტანი, გმირი და "არანორმალური კაცი"–სერხიო რამოსი! ფეხბურთელი, მცველი, გოლეადორი, გუნდის გადამრჩენელი, ნამდვილი ლიდერი!

მოდი დავიწყოთ 2012 წლით, მადრიდის "რეალი", "ჩემპიონა ლიგის" 1/2 ფინალში, მიუნხენის ბაიერნს შეხვდა, ორი მატჩის ჯამში 3-3 (2-1::2-1) დასრულდა, ბოლოს საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, "სამეფო კლუბმა" თავიდან ორი პენალტი გააფუჭა, ორ-ორი დარტყმის შემდეგ ანგარიში 0-2 იყო, მიუნხენელების სასარგებლოდ. შემდეგ, "ბაიერნმაც" გააფუჭა ზედიზედ ორი თერთმეტმეტრიანი, ანგარიში 1-2 იყო, ბურთთან სერხიო რამოსი მივიდა, შეეძლო გაეთანაბრებინა ანგარიში და ყველაფერი თავიდან დაწყებულიყო, თუმცა "სამეფო კლუბის" მცველმა პენალტი საშინლად დაარტყა და "გუნდი დააღალატა", საბოლოოდ "რეალი" ფინალს მიღმა დარჩა.

გამოასწორა თუ არა, რამოსმა ყოველივე ეს?!

Oye muchacho, es minuto 90!

ამის შემდეგ, არაერთხელ, დაეხმარა გუნდს სერხიო რამოსი.

2013 წელს, აღსანიშნავია, ორი შეხვედრა, "რეალი" 2-1 "ბარსელონა" (83-ე წუთამდე ანგარიში 1-1 იყო და რამოსმა "GameWinner" გაიტანა) და "რეალი" 2-0 "დორტმუნდი" (87 წუთზე, რამოსმა გერმანელთა კარი აიღო, თუმცა "თეთრებს" ერთი გოლი დააკლდათ, ფინალამდეე!)

Oye muchacho, es minuto 90!

2014 წლის, 29 აპრილი, პირველი შეხვედრა "თეთრებმა" 1-0 მოიგეს, მადრიდის "რეალი", "ბაიერნს" ესტუმრა "ალიანც არენაზე", სადაც ყველა ელოდა უდიდეს ბრძოლას, მაგრამ... სერხიო რამოსმა, "შური იძია" "ბავარიაზე" და ჯერ მე-16, ხოლო შემდეგ მე-20 წუთზე გოლი გაუტანა, ესპანელმა დუბლი შეუსრულა "რეკორდმაისტერს" და უდიდესი წვლილი შეიტანა, "სამეფო კლუბის" ფინალში გასვლაზე! საბოლოოდ მადრიდელებმა 0-4 გაანადგურეს მიუნხენელები.

Oye muchacho, es minuto 90!
Oye muchacho, es minuto 90!


24/05/2014-Uefa Champions League Final, (92:48)-Goooooal De Sergio Ramoos!

N1-(90+)
24 მაისი, 2014 წელი, "ჩემპიონთა ლიგის" ფინალი, "რეალი"-"ატლეტიკო", "ლოს ბლანკოსის" და "როხიბლანკოს" ფინალურ ჯახში, "როხიბლანკო" 92:48 წუთამდე წინ იყო, მაგრამ დაინიშნა კუთხური, მოდრიჩის ჩაწოდება და სერხიო რამოსის თავური, ანგარიში ხდება 1-1, დამატებით დროში "სამეფო კლუბმა" 4-1 მოიგო! რამოსმა La Decima-ს მოგებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა!

Oye muchacho, es minuto 90!

შემდეგი "გმირობა", სერხიომ, "მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე" ჩაიდინა, მაროკოში, რამოსმა 2 შეხვედრაში, 2 გოლი გაიტანა, მან ფინალშიც შეზლო თავის გამოჩენა, ტურნირი "რეალმა" მოიგო, ხოლო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, სერხიო რამოსი გახდა!

Oye muchacho, es minuto 90!

რამოსის შემდეგი მსხვერპლი, კლავ "ატლეტიკო", კვლავ "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში, თუმცა 2016 წელს აღმოჩნდა, მე-15 წუთზე, კაპიტანმა ბეილის თავური გადაცემის შემდეგ, არეულობაში, დასწრებაზე მშვენივრად ითამაშა და ანგარიში გახსნა, საბოლოოდ "რეალმა" შეხვედრა პენალტების სერიაში მოიგო, სადაც ასევე გოლი გაიტანა სერხიომ! ესპანელი, გახდა პირველი მცველი, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგის" ორ ფინალში გაიტანა! ასე, რომ "რეალისს" გმირი, კვლავ რამოსი გახლდათ! მან მეორედ, შეძლო და მოაგებინა გუნდს "ჩემპიონთა ლიგის" თასი, ამჯერედ La Undecima! სწორედ, SR4-მა აწია თასი, როგორც კაპიტანმა!

Oye muchacho, es minuto 90!

N2-(90+)
2016 წლის, 9 აგვისტოს, მადრიდის "რეალი" და "სევილია", ერთმანეთს, "ვეროპის სუპერთასის" ფინალში ეთამაშებოდნენ, მადრიდელები ანგარიშით 2-1 მარცხდებოდნენ, 92:32 წუთამდე, სევილიელები წინ იყვნენ, მაგრამ აქ იყო MR.90+, "ლოს ბლანკოსის" მხსნელი, კვლავ სერხიო რამოსი გახლდათ, რომელმაც, ზემოთხსენებულ დროს 92:32 წუთზე გაიტანა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა. საბოლოოდ "რეალმა" 3-2 მოიგო და სერხიო რამოსმა, კიდევ ერთხელ, სრულიად დამსახურებულად აწია თასი!

Oye muchacho, es minuto 90!

N3-(90+)
2016 წლის, 3 დეკემბერი, "ელ კლასიკო", "ბარსელონა" "კამპ ნოუზე", "რეალს" 1-0 ამარცხებდა, მაგრამ კიდევ ერთი გმირობა-MR.90+-ისგან. 89:48 წუთზე, "რეალის" კაპიტანმა, მოდრიჩის ჩაწოდების შემდეგ, გუნდი მარცხისგან იხსნა და გააგრძელა, "სამეფო კლუბის" 32 მატჩიანი წაუგებელი სერია!

Oye muchacho, es minuto 90!

N4-(90+)
სულ ახლახანს, "დეპორტივოსთან" შეხვედრაში, ჩვენმა გმირმა, კიდევ ერთხელ გაგვახარა, 92-ე წუთისთვის, დიდი ბრძოლის შემდეგ ანგარიში 2-2 იყო, "რეალს" კი ძალიან ჭირდებოდა 3 ქულა, რათა მყარად დარჩენილიყო "ლა ლიგის" ცხრილის სათავეში, 91 წუთზე, ალვარო მორატას თავური მეკარემ კუთხურზე მოიგერია, ეს სტანდარტი ტონი კროოსმა შეასრულა, ხოლო სერხიო რამოსმა, გერმანელის ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით, ანგარიში 3-2 გახადა და "სამეფო კლუბს" მოაგებინა!

Oye muchacho, es minuto 90!

ასე, რომ, ჩვენ მადრიდისტებმა, უნდა ვიამაყოთ, რომ გვყავს ისეთი კაპიტანი, ლიდერი, გმირი და "არაამქვეყნიური პიროვნება", როგორიც სერხიო რამოსია! რომ არა ის, "ლოს ბლანკოსს" ძალიან გაუჭირდებოდა! უბრალოდ მადლობა, სერხიოს, რომ არის იდეალური კაპიტანი და ლიდერი, სულით მადრიდისტა!

Nika.-სპეციალურად, HALAMADRID.GE-სთვის!

  • Nika.
  • 11 დეკემბერი 2016
  • 5 613
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)