ზიდანი:„მადრიდის „რეალში“ რაულის როლს სერხიო რამოსი ასრულებს“
ზინედინ ზიდანმა „დეპორტივოს“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა...
„პირველ რიგში მსურს მივულოცო „დეპორტივოს“, ვინაიდან ამ გუნდმა საოცარი მატჩი გამართა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზეც განვაცხადე, რომ ლა კორუნიელებს კარგი გუნდი ჰყავთ და მათი სატურნირო პოზიცია არარელევანტურია.“
„სერხიო რამოსს განსაკუთრებული თვისებები აქვს, მან უკვე არაერთხელ გამოიჩინა თავი, თანაც ისეთ მომენტებში, სადაც ბევრი რამ წყდებოდა.“
„ბრძოლისუნარიანი გუნდი მყავს, რაც ძალიან მახარებს. 1:2-ს ვაგებდით, მაგრამ გუნდი გადავაწყვე და შეტევაში ძალიან მწვავედ ვითარდებოდა მოვლენები. მსგავსი „ქამბექი“ ყოველთვის ამაღლებს მოტივაციას.“
„საშინაო არენაზე ყოველთვის განსაკუთრებული შემართებით ვთამაშობთ, ვინაიდან უდიდესი ძალა გვეძლევა და ვალდებულნი ვართ, მოვიგოთ.“
„დიდი მადლობა თითოეულ გულშემატკივარს, რომელიც შეძახილებით გვამკობდა.“
„35 მატჩი წაგების გარეშე. მართლაც საოცარი შედეგია, რომელიც კიდევ უფრო დიდ ძალას და მოტივაციას გვაძლევს. დღეს წაგების წინაშე ვიდექით, მაგრამ ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ჩვენ გვსურდა.“
„სერხიო რამოსი გუნდის სული და გულია.“
„სერხიო რამოსმა რაულ გონსალეს ბლანკოს როლი მოირგო. ის არის დიდი მოტივატორი, რომელიც თითოეულ ფეხბურთელს ამხნევებს და ბრძოლისკენ მოუწოდებს. ასე იყო მაშინ, როდესაც მე ფეხბურთელი ვიყავი და გუნდის კაპიტნის სამკლაური რაულ გონსალესს ჰქონდა ჩაბარებული.“
„რამოსი უჭკვიანესი ფეხბურთელია, რომელიც ყოველთვის ჭკვიანურად მოძრაობს და ოპტიმალურ პოზიციას ირჩევს.“
„მიხარია, რომ მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი ვარ. ძალიან გამიმართლა და ვცდილობ, გაცემული ავანსები გავამართლო. ვიმედოვნებ, „ბლანკოსის“ მეთაურის რანგში დიდხანს ვიქნები.“
- 11 დეკემბერი 2016
- 8 506
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.