მესინა ,,სიენასთან" მატჩზე
მადრიდის ,,რეალის" საკალათბურთო გუნდი მორიგ მატჩს გამართავს ევროლიგის საუკეთესო 16-ში ,,სიენასთან".
,,ჩვენთვის ძალიან საჭირო იქნება ,,სიენას" დამარცხება, რადგან ამ თამაშის მოგება შემდეგ ეტაპზე გასვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქნება".
,,ჩვენმა მცველებმა არ უნდა მისცენ იტალიელებს ბურთის კონტროლის საშუალება, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ეს კალათბურთელებმა მშვენივრად იციან".
,,რეიესი ძალიან ბევრ კარგ თვისებას ავლენს ვარჯიშებზე. გამოგვადგება ლავრინოვიჩის კარგი ასპარეზობაც. სტამბულში მსაჯებმა ნამდვილად არაკორექტულად იმსაჯეს, მაგრამ ახლა ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ დაცვაში თამაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იქნება ჩვენთვის. ასევე კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ შეტევაშიც. ,,სიენასთან" მატჩს საუკეთესო ფორმაში უნდა შევხვდეთ".
,,კაუკენასი ვარჯიშებზე ძალიან ბევრს მუშაობს და ვატყობ, რომ ის კონცენტრირებულია მომავალ შეხვედრაზე. ზოგ მოთამაშეს იქ მოუწევს თამაში, სადაც ხშირად არ თამაშობს".
,,ტომიჩი უნიკალური ადამიანია. ის გუნდს ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ეხმარება. ის მე ნესტეროვიჩს მაგონებ, რომელსაც ,,ბოლონიაში" ვწრვთნიდი. ის ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი, მე მას სრულიად ვენდობი." დაასრულა ეტორე მესინამ.
ინფორმაციის წყარო:realmadrid.com
- 9 თებერვალი 2010
- 1 761
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.