ბეენჰაკერი:„ამაყი ვარ, რომ ზიდანმა ჩემი რეკორდი გაიმეორა“
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა ლეო ბეენჰაკერმა ზინედინ ზიდანზე ისაუბრა...
„უკვე 74 წლის ვარ და ოჯახთან ერთად მშვიდად ვცხოვრობ, თუმცა ფეხბურთის ინტერესი სულ მაქვს და ყოველკვირეულად არაერთ მატჩს ვუყურებ.“
„ასევე გატაცებული ვარ გოლფით.“
„მოხარული ვარ, რომ ზინედინ ზიდანმა ჩემი რეკორდი გაიმეორა. ფრანგი ლეგენდა ფენომენალურ სამუშაოს ატარებს და ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და „რეალის“ ისტორიაში მნიშვნელოვან ციფრებს ჩაწერს.“
„მახსოვს 1992 წელი, როდესაც „ბლანკოსი“ 34 მატჩიანი წაუგებელი სერიის გაგრძელებასთან ახლოს იყო, მაგრამ მადრიდულმა გუნდმა „ტენერიფეს“ ბარიერი ვერ გადალახა და შედეგი ვერ გაუმჯობესდა.“
„წინ „დეპორტივოა“, სადაც უშეღავათო ბრძოლას და დედაქალაქელთა გამარჯვებას ველი.“
- 9 დეკემბერი 2016
- 3 015
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.