კროოსი:„ყველაზე სწორი ნაბიჯი მაშინ გადავდგი, როდესაც „ბაიერნი“ დავტოვე და აქ მოვედი“
ტონი კროოსმა ესპანურ გამოცემასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა...
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ტრავმა მოვიშუშე და გუნდთან ერთად ყველა სესიას ვესწრები, ფორმაში მალე ჩავდგები.“
„მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი საკმაოდ პრესტიჟული ტურნირია. იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ მოვახერხებ ოქროს მედლის მოპოვებას. ამ ჩემპიონატზე გამგზავრება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონთა თასის მფლობელი, რაც სიამაყით გავსებს.“
„ჩვენ შევხვდებით გუნდებს, რომლებსაც არ ვიცნობთ, რომლებსაც რადიკალურად განსხვავებული სათამაშო სტილი და ფილოსოფია აქვთ.“
„მადრიდულ გუნდთან ერთად მსოფლიო მუნდიალი ერთხელ უკვე მოვიგე, მაშინ გუნდში ახალი მოსული ვიყავი, მაგრამ ადაპტაციამ შესანიშნავად ჩაიარა.“
„ყველა სწორი ნაბიჯი მაშინ გადავდგი, როდესაც მიუნხენის „ბაიერნი“ დავტოვე და თამაში მადრიდის „რეალში“ დავიწყე.“
„ხანგრძლივი მოგზაურობა მოგვიწევს, ამიტომ კარგად უნდა დავისვენოთ და მატჩებითვის ფსიქოლოგიურად მოვემზადოთ.“
„მჯერა წარმატებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ოქრო მედლების მოსაპოვებლად.“
- 8 დეკემბერი 2016
- 3 941
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.