ზიდანი: "მათთან დაპირისპირება არ მსურს"
სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა შეაჯამა.
"სამწუხაროდ, საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ და მეტოქემ მოახერხა ტაბლოზე ყაიმის დაფიქსირება.ვფიქრობ, ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ პირველ საფეხურზე დაგვესრულებინა ჯგუფური ეტაპი, მაგრამ არ გამოგვივიდა.ვამაყობ ბიჭებით, ისინი ბოლომდე იბრძოდნენ."
"ახლა დაველოდებით მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრას, რომელიც ორშაბათს შედგება.გარკვეული მიზეზების გამო, "იუვენტუსთან" დაპირისპირება არ მსურს."
"ნებისმიერი თავდამსხმელისათვის მნიშვნელოვანია 2 გოლის გატანა ერთ შეხვედრაში.კმაყოფილი ვარ ბენზემას გარჯით."
"ვულოცავ მოთამაშეებს 34 წაუგებელ მატჩს.ეს მათი დამსახურებაა, რამეთუ სწორედ ისინი არიან მწვანე მინდორზე და ყველაფერს აკეთებენ, რომ წარმატებით დაასრულონ ასპარეზობა.ამასთანავე მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს.მათი მხარდაჭერის გარეშე რთულია ყველაფერი."
"სიმართლე გითხრათ, რეკორდებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ.ჩემთვის მთავარია სწორი კურსის შენარჩუნება და გამარჯვება.წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი"
"მთელი შეხვედრის განმავლობაში ვაკონტროლებდით სადავეებს, თუმცა ეს ფეხბურთია.შანსები ვერ გამოვიყენეთ და ამით ისარგებლმა მოწინააღმდეგემ.ცხადია, განვლილ მატჩს გავაანალიზებთ მშვიდ გონებაზე."
"სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკა ძალიან მომთხოვნია ყველასთან მიმართებით.კრიშტიანუ დიდი სამუშაო გასწია მოედანზე და მომენტები ჰქონდა.შემდეგ პაექრობაში მოახერხებს თავის გამოჩენას."
"ხამესმა დიდებული თამაში ჩაატარა და ძალიან კარგი პასი გაუკეთა ბენზმას.მოხარული ვარ მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით."
"ლუკასი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება.მას რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში."
RealMadrid.Com
- 8 დეკემბერი 2016
- 9 853
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.