მაკმანამანი:„დელ ბოსკეს ეპოქის შემდეგ, ზიზუმ საუკეთესო მდგომარეობა შექმნა“
მადრიდის „რეალის“ ყოფილმა და ყველასათვის საყვარელმა ფეხბურთელმა, სტივ მაკმანამანმა ზინედინ ზიდანზე ისაუბრა...
„ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო შესაძლებლობებში ბევრს ეჭვი შეჰქონდა და ფიქრობდნენ, რომ მისი კლასი არ იყო საკმარისი „რეალის“ მთავარი გუნდის ჩაბარებისთვის.“
„რას ვხედავთ დღეს? 11 თვის თავზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრანგი ლეგენდის გუნდში დანიშვნამ გაამართლა. მეტსაც გეტყვით, ზინედინი დელ ბოსკეს ეპოქის შემდეგ საუკეთესო მდგომარეობას ქმნის. ის სარგებლობს დიდი ავტორიტეტით და პატივისცემით.“
„მჯერა, რომ ზიზუ გუნდში დიდხანს დარჩება და მრავალ ტიტულს მოიგებს. ეს არის ნამდვილად სამაგალითო სპეციალისტი და ადამიანი.“
- 2 დეკემბერი 2016
- 2 672
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.