ზიდანის რეიტინგი იზრდება, ენრიკეს პირიქით
რა არის "ელ კლასიკო," თუ არა მწვრთნელების უშეღავათო და უკომპრომისო დაპირისპირება.
"რეალისა" და "ბარსელონას" ხვალინდელ ჯახს, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს სატურნირო თვალსაზრისით, სასიამოვნო განწყობაზე ხვდება ზიდანი, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით ენრიკეზე.ამ უკანასკნელს, შეგირდების ბოლოდროინდელი უღიმღამო ბურთაობის წყალობით, კრიტიკოსები მოუმრავლდა და მატჩიდან მატჩამდე, უკმაყოფილო "კულეების" რაოდენობა იზრდება.
ორგანიზაცია Forza Football–ის უახლესი გამოკითხვის მიხედვით, ესპანელის მწვრთნელისადი სიმპათიით განწყობილი ქომაგების რაოდენობა 81–დან (სეზონის სტარტზე) 64 პროცენტამდეა შემცირებული, ხოლო ფრანგის შემთხვევაში, ნდობის მაჩვენებელია სტაბილურია (82–85%).
თუ "ელ კლასიკოს" შემდეგ გუნდებს შორის ჰანდიკაპი კიდევ უფრო გაიზრდება, ლუის ენრიკეს კარგი დღეები ნამდვილად არ ელოდება.
AS
- 2 დეკემბერი 2016
- 2 895
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.