ზიდანი მოურინიოს რეკორდის დამხობას ეცდება
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებმა დიდებულად დაიწყეს მიმდინარე სეზონი.
არსებული მომენტისათვის, ზიდანის შეგირდებს 20 თამაშში (13 პრიმერა დივიზიონში, 5 ჩემპიონთა ლიგაზე, 2 სამეფო თასზე და 1 ევროპის სუპერთასზე) აქვთ მონაწილეობა მიღებული, საიდანაც 16 გამარჯვებით, ხოლო 4 ყაიმით დასრულდა.ისინი საშუალოდ 3.14 შედეგიან დარტყმას ახორციელებენ თითოეული მატჩის განმავლობაში და მათი მოგებათა პროცენტული მაჩვენებელია – 76.19.
ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ ფრანგმა სპეციალისტმა დაამხოს მოურინიოს რეკორდი, რაც 2011/12 წლების სეზონში, ლა ლიგის სატურნირო ცხრილის ქულათა გრაფაში 3 ნიშნიან რიცხვს გულისხმობს (ამ შემთხვევაში 100 ქულას).მაშინ, ტიტულისკენ მიმავალ გზაზე, პორტუგალიელმა 1–2 მოიგო "ნოუ კამპზე."
ესპანელების აზრით, ხვალინდელი თამაშის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ზიდანი დიდ მუხტს მიიღებს და კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს ისტორიულ მიღწევამდე.
MARCA
- 2 დეკემბერი 2016
- 3 330
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.