"ელ კლასიკო:" გუნდების სავარაუდო თერთმეტეულები
ესპანური გრანდების მწვრთნელებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ ვის გამოუცხადებენ ნდობას პრიმერა დივიზიონის პირველი წრის ცენტრალურ მატჩში.
მეკარეები
ეჭვგარეშეა, რომ დამრიგებლები აქცენტს გააკეთებენ ძირითადი შემადგენლობის კიპერებზე.მასპინძელთა მხრიდან ეს იქნება ტერ შტეგენი, რომელიც საკმაოდ კომპლექსურ სეზონს ატარებს, ხოლო სტუმართა რიგებიდან კეილორ ნავასი.ამ უკანასკნელმა ტრავმის გამო გვიან დაიწყო თამაში, თუმცა ნელ–ნელა იკრებს ძალებს.
მცველები
ენრიკესა და ზიდანს არჩევანის საშუალება აქვთ დაცვის რგოლში.მიმდინარე კვირაში ლაზარეთიდან დაბრუნდა ფრანგი უმტიტი.სწორედ ის შექმნის ტანდემს პიკესთან, ხოლო ფლანგებზე ალბა და მაშერანო განწესდებიან.ესპანელს ურჩევნია, რომ გამოცდილი არგენტინელი დააყენოს გარემარბად.
რაც შეეხებათ "თეთრებს," კარვახალის, რამოსის, ვარანისა და მარსელოს კვარტეტი ეცდება კატალონიელების იერიშების მოგერიებას."ლეონესასთან" 90 წუთიანი ასპარეზობის შემდეგ, პეპე სათადარიგოზე დარჩება.
ნახევარმცველები
კაზემიროსა და ინიესტას დაბრუნებით დიდი თავსატეხი გაუქრათ სამწვრთნელო შტაბებს.როგორც იწერება, ორივე 100 პროცენტით მზად არის სათამაშოდ, თუმცა შესაძლებელია, ანდრესი მეორე ტაიმიდან ჩაერთოს საქმეში და მანამდე ნახევარდაცვა დენის სუარესმა, რაკიტიჩმა და ბუსკეცმა გაამაგრონ.
თავის მხრივ, ზიდანის ტაქტიკურ მონახაზს ყველაზე მეტად კაზემირო, კოვაჩიჩი და მოდრიჩი ერგებიან.
თავდამსხმელები
წინა რგოლში ტრადიციული ხაზით გამოვა "ბარსელონა" – მესი, სუარესი და ნეიმარი, რასაც ვერ ვიტყვით "რეალზე."ბეილის დამტვრევის შემდეგ, ზიდანმა 4–4–1–1 გამოცადა მადრიდულ დერბიში და არ არის გამორიცხული, რომ ამჯერად, რონალდუსა და ბენზემას ვასკესის ნაცვლად ისკო შეუწყვილდეს.
MARCA
- 2 დეკემბერი 2016
- 7 775
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.