პერესი:„„ბარსელონას“ დამარცხებას სხვა არომატი აქვს“
ფლორენტინო პერესმა ჟურნალისტებთან ძალიან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...
„მიზანი ტრიპლეტია. ჩემპიონთა ლიგის, ევროპის სუპერთასის და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგება ნამდვილად დამაკმაყოფილებელი იქნება. ფეხბურთელებმა დიდი შრომა ჩადეს და შედეგიც მიიღეს. მოვლენები ისე ვითარდება, როგორც 2014 წელს.“
„ჩვენ უმთავრესი ჯილდო უნდა დავიცვათ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება გუნდის ხელმძღვანელი ათწლულების შემდეგ. ყველამ უნდა იფიქროს იმაზე, რომ „რეალი“ XXI-ე საუკუნის საუკეთესო გუნდად დასახელდეს და მე-20 საუკუნეში მიღებული საპატიო ჯილდო დაიცვას.“
„ზიდანი მოთამაშეებს დიდ მოტივაციას აძლევს. 32 წაუგებელი მატჩი. საოცარი სტატისტიკაა, ახლა კი დიდი გამოცდა გველის.“
„ელ კლასიკო ლა ლიგის რიგით თამაშზე მეტია. ეს არის მატჩი, როდესაც მთელი მსოფლიო ჩერდება და ასობით მილიონი ადამიანი მატჩს ადევნებს თვალ-ყურს. ეს არის უმნიშვნელოვანესი პაექრობა.“
„კატალონიის „ბარსელონა“ და მადრიდის „რეალი“ არამხოლოდ ესპანეთის, არამედ ევროპის მასშტაბით გრიმიტობენ, მართლაც საოცარ შედეგებს ვხედავთ.“
„კატალონიელთა დამარცხებას განსაკუთრებული არომატი აქვთ. ფეხბურთელები ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯებიან და ასე იქნება „ნოუ კამპზეც“, ჩვენ გვსურს ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის მოგება.“
„ზინედინ ზიდანი 4 იანვრიდან მოყოლებული საოცარ რეფორმებს ატარებს და გუნდთან ერთად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.“
„ზიზუ მადრიდის „რეალის“ ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია, მან სერიოზულ წარმატებას მიაღწია ფეხბურთელის რანგში და იგივეს აგრძელებს მწვრთნელის პოზიციაზეც.“
„ზიდანის კონტრაქტის გახანგრძლივება? ჩვენ ამაზე ჯერ არ გვისაუბრია, მაგრამ მერწმუნეთ, ზიზუ არის მარადიული და ღრმად მწამს, რომ ის სულ „ბლანკოსის“ რიგებში იქნება“
„ფრანგ მწვრთნელს მოთამაშეებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და დიდი ავტორიტეტით სარგებლობს, რაც ხშირ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს.“
„კრიშტიანო რონალდუ ალფრედო დი სტეფანოს პირდაპირი მემკვიდრეა. 2009 წლიდან მოყოლებული, ის შოუს დგამს. რონალდუმ კლუბის ისტორია კიდევ უფრო გაამდიდრა, ის უკვე 6 წელიწადია სეზონში 50 გოლზე მეტს იტანს, ალბათ ამას ვერასდროს დაიჯერებდა.“
„ის, რომ ოქროს ბურთს კრისი მოიგებს, ეჭვი არავის ეპარება. ეს იქნება მეოთხე ჯილდო და იმედი მაქვს, მეხუთე და მეექვსე ოქროს ბურთსაც მიიღებს.“
„ყოველთვის ვცდილობდი და ახლაც ანალოგიურს ვცდილობ, მადრიდის „რეალში“ თითოეულ პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელი უნდა იყოს გამწესებული, რადგან ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ საფეხბურთო კლუბი, ეს „ბლანკოსია“, სადაც სხვა განზომილებებთან გვაქვს საქმე.“
„კარიმ ბენზემა და საფრანგეთის ნაკრები? ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ „მამლებს“ კარიმის დონის ფორვარდი არ ჰყავთ.“
„რაზე ვფიქრობ ახლა? მხოლოდ „ელ კლასიკოზე“ და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.“
- 1 დეკემბერი 2016
- 2 681
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.