ბენზემა: "ძალიან მინდა პრიმერას მოგება"
კარიმ ბენზემამ მომავალი თამაშის შესახებ ისაუბრა "რეალის" სპონსორთან.
"სამეფო კლუბის ფეხბურთელების ყოველთვის განვიცდით ზეწოლას, არ აქვს მნიშვნელობა მაღალი ეშელონის გუნდთან გვიწევს პაექრობა, თუ პირიქით.ცხადია, მომავალი დაპირისპირება განსაკუთრებულია, ადამიანები მას "ელ კლასიკოს" ეძახიან."
"როდესაც მადრიდელები და ბარსელონელები ხვდებიან ერთმანეთს, მსოფლიო ჩერდება.აბსოლუტურად ყველა ამ ჯახის შესახებ საუბრობს."
"ჩვენი წარმატებული ბურთაობის გასაღები არის დაუღალავი მუშაობა.თითოეული ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება, როგორც ვარჯიშებზე, ასევე თამაშებზე.ჩვენ ვეხმარებით ერთმანეთს."
"მიზნები და ამოცანები არ იცვლება – ტიტულების მოგება, გოლების გატანა, გადამწყვეტი პასების გაკეთება და ა.შ.სხვა შემთხვევაში ვერ იასპარეზებ ასეთ დიდებულ კლუბში.ძალიან მინდა პრიმერას ტიტული, რამეთუ მხოლოდ ერთი მაქვს."
"ვფიქრობ, საუკეთესო გუნდი ხშირად არ უნდა ცვლიდეს შემადგენლობას.აქ ყველანი ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს.ახალი სახეებიც მყისვე გადიან ადაპტაციას."
"ყველაზე მეტად ვარანის, პეპესა და რამოსის წინააღმდეგ მიჭირს თამაში.ისინი მაღალი დონის მცველები არიან."
"ზიდანის სახით განსაკუთრებული მწვრთნელი გვყავს.მე ყოველთვის ვქომაგობდი ზიზუს, ის ნამდვილი ლეგენდაა.ჩემთვის დიდი პატივია მის გვერდით მუშაობა.ჩვენ ძალიან ბევრ ვსაუბრობთ."
"დიახ, ვფიქრობ, რომ ღირებული წევრი ვარ "რეალში," სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს.ყოველთვის ვოცნებობდი სამეფო გუნდის მაისურის მორგებასა და ტიტულების მოგება.რა თქმა უნდა, კრიტიკოსები არ დადუმდებიან.მათ დიდ ყურადღებას არ ვაქცევ."
- 1 დეკემბერი 2016
- 2 809
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.