ხამესმა 73 დღიანი მშრალი სერია დაასრულა
ზინედინ ზიდანმა "კოპა დელ რეის" 1/16 ფინალის განმეორებით შეხვედრაში ნაკლები სათამაშო დროის მქონე ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.მათ შორის იყო კოლუმბიელი ნახევარმცველიც.
აღსანიშნავია, რომ მატჩის 23–ე წუთზე გატანილი გოლი, ხამესისთვის პირველი გამოდგა ბოლო 73 დღის განმავლობაში.მას სექტემბრის შემდეგ (ესპანიოლთან) არ ჰქონდა განხორციელებული შედეგიანი დარტყმა.
სავარაუდოდ, ბეილის ტრავმიდან გამომდინარე, როდრიგესი უფრო მეტ შანსს მიიღებს.
- 1 დეკემბერი 2016
- 2 024
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.