ზიდანი: "მზად ვართ "ელ კლასიკოსთვის""

"ლეონესასთან" ნამატჩევს, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ვფიქრობ, პირველი წუთებიდანვე სერიოზულად მივუდექით საქმეს და სწრაფი გოლის გატანაც მოვახერხეთ.კმაყოფილი ვარ იმ მოთამაშეებს გარჯით, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს განვლილ პაექრობაში.მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო და მადლობა ბიჭებს ძალისხმევის გაღებისთვის."

"ყველანი გახარებულნი ვართ რუბენ იანესის დებიუტით.ის თავდაუზოგავად მუშაობას ყოველდღიურ რეჟიმში და დაუფასდა."

"კაზემირო რთულად ჩაერთო თამაშში და გასაკვირი არაფერია, რამეთუ 2 თვის განმავლობაში ტრავმირებული იყო.მისი დაბრუნება მნიშვნელოვანია გუნდისათვის.რა თქმა უნდა, ბრაზილიელი მზად არის "ელ კლასიკოსთვის," თუმცა ვერ გეტყვით, სასტარტოდან დაიწყებს თუ არა."

"კითხვები არ არსებობს იმის შესახებ, რომ მარიანო ნამდვილი მეგოლეა.ჯერ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გვისაუბრია."

"ოდეგარმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ 18 წლის ასაკში ჩამოყალიბებული ფეხბურთელის თვისებები აქვს."

"ბედნიერი ვარ ენცოს გოლითა და გარჯით, თუმცა მას განსაკუთრებულ უპირატესობას არ ვანიჭებ.ტეხეროს, ოდეგარისა და იანესის თამაშმაც არანაკკლები სიამოვნება მომანიჭა."

"შეიძლება ითქვას, მზად ვართ "ელ კლასიკოსთვის" და უკვე დღეიდან ინტენსიურ რეჯიმში დავიწყებთ ვარჯიშს.ჩვენ წინააღმდეგ სერიოზული მეტოქე იქნება.ვნახოთ, როგორ წარმოვაჩენთ შესაძლებლობებს."

"რონალდუ და მესი გამორჩეული მოთამაშეები არიან.კრიშტიანუ დიდებულად ასპარეზობს და ვიმედოვნებ, ამავე ტემპში გააგრძელებს.ვგონებ, სადებატო არაფერია, პორტუგალიელი მოიგებს მომდევნო "ოქროს ბურთს.""

AS

  • Madri
  • 1 დეკემბერი 2016
  • 6 085
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)