გარაიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა
ეზეკილ გარაი თანაგუნდელებს შეუერთდა და სრული დატრვირთვით ივარჯიშა. რაც შეეხება კრისტოფ მეტსელდერს, მას მარჯვენა ფეხის კუნთზე აქვს პრობლემები, ხოლო კარიმ ბენზემას ბარძაყზე აქვს ტრავმა, ორივე მათგანმა თანაგუნდელ პეპესთან ერთად გამოსაჯანმრთელებელ დარბაზში ივარჯიშა.
გარაიმ ორი შეხვედრა გამოტოვა, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო დაპირისპირება–"რიაზორზე" და "სანტიგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩი "ესპანიოლთან". "დეპორთან" ფეხის ტრავმის გამო ვერ იასპარეზა, ხოლო კატალონიელებთან შეხვედრის დაწყების წინ გრიპი შეხვდა და ვერც იმ თამაშში მიიღო მონაწილეობა.
რაც შეეხება მომავალ შეხვედრას, სადაც სამეფო კლუბი "ხერესს" შეერკინება, ყველაფერი კარგადაა, არგენტინელი მცველი სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზებს.
ინფორმაციის წყარო: Realmadrid.com
ავტორი: Kevlisha
- 9 თებერვალი 2010
- 1 621
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.