"ელ კლასიკო:" რა სიტუაციაა გუნდების ლაზარეთში?
უკვე ცნობილია, რომ შაბათის "ელ კლასიკო" რამდენიმე ლიდერის გარეშე ჩატარდება.
სეზონის არსებულ ეტაპზე, ორივე გუნდის რიგებში მძვინვარებს საკადრო პრობლემები, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ უფრო დიდი დანაკლისით მადრიდელებს მოუწევთ მოედანზე გასვლა.ზიდანის განკარგულებაში ვერ იქნებიან ბეილი, მორატა და კროოსი, ხოლო კაზემიროს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას (შესაძლებელია განაცხადში ვიხილოთ, მაგრამ საწყისი წუთებიდან ნაკლებად მოსალოდნელია).
რაც შეეხებათ კატალონიელებს, ინიესტა, ალბა, თურანი, მატიუ და უმტიტი უჩივიან ჯანმრთელობის პრობლემებს, მაგრამ სავარაუდოდ, ჩამოთვლილთაგან უმრავლესობა მოასწრებს მომავალი შეხვედრისათვის მწყობრში ჩადგომას.
AS
- 28 ნოემბერი 2016
- 7 769
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.