ზიზუ სასტარტო შემადგენლობის 5 ვარიანტს განიხილავს

ზინედინ ზიდანი „ელ კლასიკოსთვის“ მზადებას იწყებს...

ფრანგი სპეცილისტი სერიოზული დილემის წინაშე დგას, მთავარი მიზეზი კი გუნდში არსებული ტრავმიანობაა.

ესპანური გამოცემები 5 ვარიანტს გვთავაზობენ, რომელთაგან ერთს „ნოუ კამპზე“ ვიხილავთ.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე ვარიანტში კარის დარაჯი ნავასი იქნება, დაცვას კი კარვახალი, პეპე, რამოსი, მარსელოს კვარტეტი გაამაგრებს.

ცვალებადი ვარიანტებია ნახევარდაცვაში, რომელიც შემდეგნაირია:

1 ვარიანტი - კაზემირო, მოდრიჩი, ისკო
2 ვარიანტი - კოვაჩიჩი, მოდრიჩი, ისკო
3 ვარიანტი - კაზემირო, კოვაჩიჩი, მოდრიჩი
4 ვარიანტი - კაზემირო, მოდრიჩი, ხამესი
5 ვარიანტი - მოდრიჩი, ისკო, ხამესი

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პირველი ვარიანტი ყველაზე ოპტიმალურია, მეხუთე ვარიანტის ხილვის შანსი კი უმცირესი.

კაზემირო „ბარსელონას“ წინააღმდეგ კარგად გამოდის, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბრაზილიელს დიდი დრო გაუცდა და როგორ ფორმაშია არავინ იცის.

იმ შემთხვევაში, თუ კაზემირო სკამზე დარჩა, მადრიდში მიიჩნევენ, რომ მას კოვაჩიჩი ჩაანაცვლებს, რომელიც ლუკა მოდრიჩს შეუწყვილდება.

რაც შეეხება წინა ხაზს. ამ მხრივ, პრობლემა არ არის. ბეილის შემცვლელად ვასკესს ვიხილავთ, ბენზემას და რონალდუს კი ალტერნატივა არ ეყოლებათ.

  • Hala
  • 27 ნოემბერი 2016
  • 7 713
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)