მორიგი ინტერესი გაგოს მიმართ
როგორც უცხოური ვებ-საიტები იტყობინებიან, არგენტინელი ნახევარმცველით კვლავ გამოხოტა ინტერესი მილანის ”ინტერმა”. მის ბედს ახლო მომავალში ”სიტისთან” აკავშირებენ, მაგრამ ”სამეფო” კლუბის ხელმძღვანელობას სურს მასში გადაიხადონ 25 მილიონი ევრო, რაც ფაქტიურად არავის გეგმებში არ შედის.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში გაგო ახლოს იყო ”სიტიში” გადაბარგებასთან, მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა საბოლოოდ, ამაში კი მადრიდელები ინგლისელებს ადანაშაულებენ.
გაგოს აგენტმა მარსელო ლომბილამ განაცხადა, რომ მის კლიენტს ძალიან სურდა კლუბის გამოცვლა, შესაბამისად ისინი განიხილავენ ყველა შესაძლო ვარიანტს არგენტინელის ტრანსფერთან დაკავშირებით. ”ინტერი” მზად არისი, შეიძინოს ნახევარმცველი 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ ოღონდ ზაფხულში, თუ ეს ტრანსფერი შედგა მაშინ ის იტალიაში 6 წელს დაჰყოფს.
ინფორმაციის წყარო:soccer.ru
სტატიის ავტორი:buxu
- 9 თებერვალი 2010
- 1 575
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.