ზიდანი: „ხამესის ადგილზე რომ ვიყო, „რეალს“ არ დავტოვებდი“
„სპორტინგთან“ დაპირისპირების წინ, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა „ვალდებებასის“ საპრესკონფერენციო დარბაზში.
„ვფიქრობ, საკმაოდ რთული მატჩი გველოდება ხიხონელების წინააღმდეგ და დიდი ძალისხმევის გაღება მოგვიწევს იმისათვის, რომ სასურველი ანგარიში დავაფიქსიროთ ტაბლოზე.სიმართლე გითხრათ, ბოლო 2 დაპირისპირებიდან გამომდინარე, გუნდი ცოტათი გადაღლილია.“
„მტკივნეულია, როდესაც რომელიმე ფეხბურთელს ლაზარეთში უწევს შესვლა.სამწუხაროდ, ფეხბურთში შეუძლებელია ასეთი მომენტების გაკონტროლება, თავიდან აცილება.ვიმედოვნებ, ბეილი სწრაფ ტემპში გაივლის სარეაბილიტაციო კურსს.ჩვენ მოვიწვიეთ საუკეთესო სპეციალისტების კონსილიუმი და ამის შემდეგ გადაწყდა ოპერაციის გაკეთება.“
„ტრავმების გადამკიდე ფიქრობენ, რომ ჩვენი სათამაშო სისტემა შეიცვლება, თუმცა დინამიკა იგივე დარჩება.ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც არა ერთ პოზიციაზე ძალუძთ კარგი თამაში.“
„კაზემირო და პეპე სრულ მზადყოფნაში არიან.ისინი მატჩის განაცხადში შევიყვან.ვნახოთ, მიეცემათ თუ არა სათამაშო დრო.“
„გამარჯვება მეტად მნიშვნელოვანია, რამეთუ ამით არსებობს გუნდი.მე კარგად მესმის ეს ყოველივე და ჩემი კარიერაც ამას ეფუძნება.ძალზედ მოტივირებული ვარ, კრიტიკა არ მოქმედებს ჩემზე.“
„კოვაჩიჩი ყოველთვის თავდაუზოგავად მუშაობს და ნდობას ამართლებს.ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, გაცილებით ხშირად ეძლევა თავის გამოჩენის შესაძლებლობა.ვგონებ, ნელ-ნელა თავდაჯერებული ხდება.ის მნიშვნელოვანი ფიგურაა.“
„განაცხადში მყოფი ყველა მოთამაშე მზად არის სათამაშოდ, მათ შორის ხამესიც.მის ადგილზე რომ ვიყო, ნამდვილად არ მივიღებდი კლუბის დატოვების გადაწყვეტილებას.კოლუმბიელის პოტენციალზე საუბარი ზედმეტია, მისი დრო მალე დადგება.“
„რამოსის ანგარიშზე 4 ყვითელი ბარათი ირიცხება, თუმცა ის მაინც ითამაშებს „სპორტინგის“ წინააღმდეგ.ჩვენ ჯერ არ ვფიქრობთ „ელ კლასიკოზე.“
„სამწუხაროდ, კოენტრაუ არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა.მას გარკვეული პრობლემები აქვს და შესაბამისად, განაცხადს მიღმა დარჩა.ფაბიუს დიდი ხნის განმავლობაში არ შეეძლო მოედანს გამოსვლა და რა თქმა უნდა, ამან თავისი კვალი დატოვა.თანაგუნდელები მის გვერდით არიან და მეც ვენდობი.“
„ვარანმაც ტკივილები იგრძნო მუხლზე და თავის დაზღვევის მიზნით, თამაშგარეშე დავტოვეთ.ვფიქრობ, 2-3 დღეში ჩვეულ სტილში განაგრძობს ვარჯიშს.“
„ბენზემა ყველაფერს აკეთებს, რომ საუკეთესო კონდიციები დაიბრუნოს.კარიმი შრომისმოყვარე ფეხბურთელია.ცხადია, კრიტიკოსები მუდამ უკმაყოფილონი იქნებიან.“
RealMadrid.Com
- 25 ნოემბერი 2016
- 7 061
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.