დასკვნითი ვარჯიში „სპორტინგთან“ მატჩამდე
პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურის შეხვედრამდე სამეფო კლუბმა უკანასკნელი ვარჯიში ჩაატარა.
დღევანდელ სესიაზე ვარანის, მორატას, ბეილისა და კროოსის გამოკლებით, პირველი შემადგენლობის ყველა წევრმა სრული დატვირთვით იმუშავა.გერმანელი და ესპანელი ინდივიდუალური დავალებებით იყვნენ დაკავებულნი, ხოლო ფრანგი მოედანზე არ გამოჩენილა.მას მიკრო ტრავმა აწუხებს, რის გამოც ხვალინდელ დაპირისპირებას გამოტოვებს.
დიდი ალბათობით, რაფაელის ადგილს ნაჩო დაიკავებს.
AS
- 25 ნოემბერი 2016
- 2 992
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.