„რეალის“ სტატისტიკა ბეილის გარეშე
გარეთ ბეილის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით მეტად შეშფოთებულნი არიან მადრიდში, თუმცა სტატისტიკის მიხედვით, არცთუ ისე სავალალო მდგომარეობაშია სამეფო კლუბი.
როგორც გაირკვა, უელსელი 29 ნოემბერს ოპერაციას გაიკეთებს ლონდონში და შემდეგ მინიმუმ 2 თვე დასჭირდება სარეაბილიტაციოდ.ამ პერიოდის განმავლობაში კი, „რეალს“ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარება მოუწეს, მაგ: „ნოუ კამპზე,“ „სანჩეს პისხუანზე,“ „მესტალიაზე,“ შინ „ბორუსიასთან,“ მსოფლიო საუკლუბო ჩემპიონატსა და ა.შ.
რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, როდესაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იკავებს ლაზარეთში ადგილს, თუმცა მადრიდელებისათვის ნამდვილად არ იქნება უცხო ბეილის გარეშე ბურთის გაგორება.
2013 წლის ზაფხულიდან მოყოლებული (სადებიუტო სეზონი) „თერთმეტიანმა“ 15-ჯერ (!) მიიღო სხვადასხვა სირთულის დაზიანება, რაც ჯამში 49 შეხვედრის გამოტოვებად დაუჯდა, საიდანაც მხოლოდ 2 შემთხვევაში განიცადეს მარცხი „თეთრებმა“ („სელტასთან“ 2-0 და „ატლეტიკოსთან“ 0-1), ხოლო 41 თავის სასარგებლოდ დაასრულეს.
რაც შეეხება უშუალოდ გარეთის მონაწილეობით გამართულ მატჩებს, სტატისტიკა განსხვავებულია.არსებული მომენტისათვის, მან 139 თამაშში მოირგო „რეალის“ მაისური.აქედან, ზიდანის შეგირდებმა 100 მოიგეს, ხოლო 19 წააგეს („ბორუსიასთან“ 2-0, „შალკესთან“ 3-4, „იუვენტუსთან“ 2-1, „ვოლფსბურან“ 2-0, „ატლეტიკოსთან“ 4-0, 2-0, 1-0, 0-1, 1-2, „ბარსელონასთან“ 2-1, 2-1, 3-4, 0-4, „სევილიასთან“ 2-1, 3-2, „რეალ სოსიედადთან“ 4-2, „ატლეტიკთან“ 1-0, „ვალენსიასთან“ 2-1 და „ვილიარეალთან“ 1-0).
AS
- 25 ნოემბერი 2016
- 3 035
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.