ფობერი: „რაულს მადრიდის გასაღები ჰქონდა“
„რეალის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ტრანსფერის მოქმედმა გმირმა ჟულიენ ფობერმა, სამეფო კლუბსა და რაულზე ისაუბრა.
„როდესაც მადრიდში გადავედი სათამაშოდ და ინტერვიუ ჩავწერე, კლუბის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა, ჯერ რაულს წააკითხა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო სტატიის გამოქვეყნების გადაწყვეტილება.“
„გონსალესი ცდილობდა დიდად არ მიეპყრო თანაგუნდელების ყურადღება.მას პირადი ფიზიოთერაპევტი ჰყავდა და ავტობუსიდანაც პირველი ჩადიოდა.“
„შეიძლება ითქვას, რომ რაულის ხელთ იყო „რეალის“ გასაღები, მაგრამ ქედმაღალი არ ყოფილა.ყოველთვის თავდაუზოგავად ირჯებოდა ვარჯიშებზე და მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობდა.“
„რა თქმა უნდა, სავარჯიშო სესიების დროს მასთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლის უფლება არავის ჰქონდა.“
AS
- 25 ნოემბერი 2016
- 2 329
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.