რამოსს სიფრთხილე მართებს „სპორტინგთან“
პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურის შეხვედრაში, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება „სპორტინგის“ წინააღმდეგ, რამოსს მაქსიმალური ყურადღებით მართებს თამაში.
ხიხონელებთან დაპირისპირებაში ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, ანდალუსიელი მცველი „ელ კლასიკოს“ გამოტოვებს, რამეთუ მისთვის უკვე მეხუთე გაფრთხილება იქნება მიმდინარე სეზონში.
ფაქტობრივად, ანალოგიურ სიტუაციაშია ბრაზილიელი ნეიმარიც.მასაც მხოლოდ 1 ყვითელი ფერის ბარათი აშორებს მნიშვნელოვანი პაექრობის გამოტოვებამდე.
MARCA
- 25 ნოემბერი 2016
- 3 240
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.