პეპეს უარი ინგლისელებს
პორტუგალიელი მცველი ერთადერთია სამეფო კლუბის რიგებში, რომლის კონტრაქტსაც მომავალ ზაფხულს (2017 წ. 30 ივნისი) გასდის ყავლი.
მიუხედავად ამისა, ოფიციალური მადრიდი არ ჩქარობს პეპესთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზებას, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მოხდება აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა და ამას მოწმობს ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ, „სამიანმა“ უარით გასტუმრა პრესმიერ ლიგის კლუბებისგან მიღებული შეთავაზებები.
დიდი ალბათობით, ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელი კიდევ 2 წლით დარჩება ესპანეთის დედაქალაქში.
რაც შეეხებათ დანარჩენ მოთამაშეებს, სავარაუდოდ, ისკო და იანესიც გაახანგრძლივებენ „რეალში“ ყოფნის ვადას.
MARCA
- 24 ნოემბერი 2016
- 2 042
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.