ზიდანს 5 ნაბიჯი დარჩა ახალ რეკორდამდე
როდესაც განვლილი სეზონის შუა ნაწილში რაფაელ ბენიტესის საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ზიდანმა გადაიბარა, არავის ეგონა, რომ ფრანგი საკმაოდ მოკლე დროში მოახერხებდა მწვერვალზე ასვლას, თუმცა ფაქტები სახეზეა.
6 აპრილს, გერმანიაში „ვოლფსბურგთან“ დათმობილი მატჩის შემდეგ, „რეალს“ უკვე 30 მატჩის განამვლობაში მარცხი არ უგემია.ზიზუს დამოძღვრილების ანგარიშზეა 24 გამარჯვება და 6 ფრე.იმისათვის, რომ ახალ საკლუბო რეკორდს დაედოს დასაბამი, მადრიდელებს კიდევ 5 წაუგებელი პაექრობის გამართვა მართებთ.
ჯერჯერობით, „ბლანკოსის“ საუკუნოვან ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სერიის ავტორია ლეო ბეენჰაკერი, რომელსაც 1989 წელს 34 წარმატებული დაპირისპირება დაუგროვდა აქტივში.
ცნობისათვის, „რეალს“ მომდევნო 5 მატჩში შემდეგი გუნდები გაუწევენ წინააღმდეგობას: „სპორტინგი,“ „ბარსელონა,“ „ლეონესი,“ „ბორუსია“ და „დეპორტივო.“
MARCA
- 24 ნოემბერი 2016
- 5 978
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.