რონალდუ პარიზის „დისნეილენდში“ გამოიჭირეს
ინგლისური გამოცემების ცნობით, „სპორტინგთან“ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე, რონალდუ პარიზში იმყოფებოდა.
პორტუგალიელი მეგა-ვარსკვლავი ახალ შეყვარებულთან და მეგობრებთან ერთად „დისნეილენდს“ სტუმრობდა.აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუს მშვიდ გარემოში სურდა ფრანგული ვოიაჟის ჩატარება და ამისათვის იერიც კი შეიცვალა (სურათედანაც ჩანს კარგად), თუმცა ჟურნალისტებმა და იქ მყოფმა ადამიანებმა მაინც ამოიცნეს.
როგორც ირკვევა, „შვიდიანის“ ახალი გატაცება მადრიდელი ჯორჯინა როდრიგესი გახლავთ, რომელიც დოლჩე & გაბანას ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო.ის საკმაოდ ხშირად სტუმრობს „სანტიაგო ბერნაბეუს,“ რათა უგულშემატკივროს თავის რჩეულს.
Daily Mail
- 23 ნოემბერი 2016
- 7 461
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.