ჩ/ლიგის ჯგუფური ეტაპი: მეორე ადგილი უკეთესია?
ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში, სადაც მადრიდის "რეალი" გამოდის, ბოლოს წინა ტურის მატჩები გაიმართა.
ამ მომენტისათვის, ზიდანის დამოძღვრილები 11 ქულით მეორე ადგილზე არიან და მხოლოდ 2-ით ჩამორჩებიან „ბორუსიას,“ რომელიც 2 კვირაში, ყაიმის სათამაშოდ ჩამოვა „სანტიაგო ბერნაბეუზე.“სრულიად რეალურია, რომ მერვედფინალში აღნიშნული ნუმერაციით გავიდნენ გუნდები, რამეთუ სანამ „ბლანკოსი“ გერმანელებს უმასპინძლებს, 3 დღით ადრე „ელ კლასიკოში“ უნდა მიიღოს მონაწილეობა და არავინ იცის, დარჩება თუ არა „ყვითლების“ ძლევისათვის საჭირო ენერგია.
როგორც წესი, ჯგუფურ ეტაპზე პირველობა 1/8 ფინალში შედარებით იოლ მეტოქეს ნიშნავს, თუმცა მიმდინარე ტურნირზე სხვაგვარად ვითარდება მოვლენები.მაგალითისათვის, თუ საერთო სურათი არ შეიცვლება და ამავე პოზიციებიდან გადალახავენ კლუბები საწყის ბარიერს, „რეალის“ პოტენციურ მოწინააღმდეგეთა რიგები ამგვარი იქნება: „არსენალი,“ „ნაპოლი,“ „მონაკო,“ „ლესტერი“ და „იუვენტუსი,“ ხოლო თუ მადრიდისტები 7 დეკემბერს 3 ქულას წაართმევენ ბორუსიელებს, მაშინ მათ შემდეგი გუნდებიდან მოუწევთ ერთ-ერთი: „ბაიერნი,“ „პსჟ,“ „მან.სიტი,“ „პორტუ“ და „ლევერკუზენი.“
მაშასადამე, ალბათ, ტრაგედია ნამდვილად არ იქნება მომდევნო ტურში მშვიდი ფრეს გაგორება.
AS
- 23 ნოემბერი 2016
- 4 709
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.