კაზემირომ სრული დატვირთვით ივარჯიშა
ჩემპიონთა ლიგის მერვერდიფანული ეტაპის საგზურის მოპოვების შემდეგ, მადრიდელები „ვალდებებასზე“ დაბრუნდნენ და პრიმერას შეხვედრისათვის დაიწყეს ვარჯიში.
„სპორტინგთან" სასტარტო შემადგენლობაში მოასპარეზე ფეხბურთელები, კოვაჩიჩისა და მოდრიჩის გამოკლებით, ძალების აღსადგენად სატრენაჟორო დარბაზში ირჯებოდნენ, ხოლო პეპე, კროოსი და მორატა ინდივიდუალური დავალებებით იყვნენ დაკავებულნი.
მიმდინარე დღის მთავარი სიახლე ის გახლდათ, რომ სრული დატვირთვით ივარჯიშა კაზემირომ, რომელიც 18 სექტემბერიდან მოყოლებული სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.დიდი ალბათობით, ბრაზილიელი მზადყოფნაში შეხვდება 3 დეკემბერს გასამართ „ელ კლასიკოს.“ მას ტრავმის გამო 13 ოფიციალური შეხვედრის გამოტოვება მოუხდა.
MARCA
- 23 ნოემბერი 2016
- 4 045
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.