ვარანი: „მოხარული ვარ, რომ გოლებითაც ვეხმარები გუნდს“
რაფაელ ვარანი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში უკვე 2 შედეგიან დარტყმას მოითვლის.
„ცხადია, თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული თამაშის ჩატარება მოგვიწევდა.გაშვებული გოლის შემდეგ ძალები მოვიკრიბეთ და მაინც შევძელით მადრიდში ქულების წამოღება.ახლა ცოტას დავისვენებთ და შემდეგ დაპირისპირებისთვის მოვემზადებით სათანადოთ.“
„ჩვენ ვართ „რეალი“ და ყოველთვის გამარჯვებისკენ გვიჭირავს თვალი.ჯერჯერობით, მომდევნო კენჭისყრაზე და პოტენციურ მეტოქეზე არ ვფიქრობთ, რამეთუ ჯგუფური ეტაპი პირველ საფეხურზე უნდა დავასრულოთ.“
„ვგონებ, მოედანზე ინტენსიურობით გამოვირჩეოდით.გუნდი ერთიანი ძალებით თამაშობდა როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.ვიმედოვნებ, ასეთივე ტემპში გავაგრძელებთ ბურთაობას.ჩვენ არაფრის დათმობას ვაპირებთ.ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ გატანილი გოლებითაც ვეხმარები თანაგუნდელებს.“
„ბენზემა მყისვე ჩაერთო თამაშში და გამარჯვებაც სწორედ მის ანგარიშზეა.ის მნიშვნელოვანი ფიგურაა „რეალისათვის.“
RealMadrid.Com
- 23 ნოემბერი 2016
- 2 307
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.