ბენზემა ჩ/ლიგის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა
ლაზარეთიდან ახლადდაბრუნებულმა ბენზემამ „სპორტინგთან“ შეხვედრის მეორე ტაიმში მიიღო შანსი და გამოიყენა კიდეც.მატჩის დასრულებმადე რამდენიმე წუთით ადრე, ფრანგმა გამარჯვების გოლი მოუტანა „რეალს.“
ამრიგად, „ხოსე ალვალადეზე“ განხორციელებული შედეგიანი დარტყმის წყალობით, ქარიმს 48 ბურთი მოუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე, იბრასა და შევჩენკოსთან ერთად, და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა დავაში მე-6 პოზიციაზე გადაინაცვლა.მის წინ მხოლოდ ალფრედო დი სტეფანო (49), ტიერი ანრი (50), რუდ ვან ნიესტერლოი (56), რაული (71), მესი (90) და რონალდუ რჩებიან (95).
MARCA
- 23 ნოემბერი 2016
- 3 458
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.