ესტებან გრანერო: ძალიან იღბლიანი ვარ
ესტებან გრანერომ ისაუბრა AS_ის ჟურნალისტთან.
''მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი საუკეთესო მატჩი კიდევ წინაა, მაგრამ ესპანიოლის წინააღმდეგ მატჩი იყო დღეისათვის საუკეთესო.კლუბმა ითამაშა შესანიშნავად თითოეულ პოზიციაზე. ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულნი და ამასთანავე ვთამაშობთ კარგად.მოხარული ვარ იმით, რომ პელეგრინიმ მომცა საშუალება მეთამაშა ძირითად შემადგენლობაში, ჩემის აზრით თავი არც თუ ისე ცუდად წარმოვაჩინე ამ მატჩებში.''
''ძალიან ბევრი რამ ვისწავლე რაულისაგან, ითამაშო ასეთი დიდი ფეხბურთელის გვერდით ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება.''
''უბედნიერესი ვარ იმით, რომ გულშემატკივრებს ასე შევაყვარე თავი მოკლე დროში. მე ვგრძნობ მათ მხარდაჭერას. აუცილებლად გავამართლებ მათ იმედებს და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ კლუბს დავეხმარო წარმატებების მიღწევაში.მე განვაგრძობ ვარჯიშს და მწვრთნელის თითოეულ დავალებას ვასრულებ.''
ინფორმაციის წყარო: AS.Com
სტატიის ავტორი: RealMadridFan
- 8 თებერვალი 2010
- 1 703
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.