ზიდანი ვარსკვლავთა ფაბრიკას ხსნის
მადრიდის ,,რეალის" პრეზიდენტის მრჩეველი ზინედინ ზიდანი და კიდევ ერთი ყოფილი ძალიან კარგი ფეხბურთელი ენცო ფრანჩესკოლი ხსნიან ვარსკვლავთა ფაბრიკას.
როგორც სხვადასხვა ესპანური გამოცემები იუწყებიან, ,,ზიზუ" და სხვადასხვა დამკვირვებლები დააკვირდებიან 16 წლამდე პერსპექტიულ ფეხბურთელებს, რის შემდეგაც იქნება არჩევა და არჩეული ფეხბურთელები იცხოვრებენ სპეციალურ ბანაკში. მათ მოუვლიან ისე, როგორც ამას პროფესიონალ მოთამაშეებს უკეთებენ. მომსახურეობაში შედიან:ექიმები, მწვრთნელებთან ერთად მუშაობა, სწორი კვება და ასე შემდეგ. ამ ფეხბურთელთა შორის საუკეთესო კი პრიმერას რომელიმე კლუბთან ერთად დაიწყებს წინასასეზონო მომზადებას.
ინფორმაციის წყარო:real-fc.com
- 8 თებერვალი 2010
- 2 199
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.