ბენზემა: ხერესი არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი
როგორც მოგეხსენებათ სამეფო კლუბის მომდევნო მეტოქე ესპანურ "ლა ლიგაში" ხერესი იქნება. კარიმ ბენზემამ ჟურნალისტებთან ამ მატჩზე ისაუბრა, მისი აზრით ხსენებული გუნდი წელს ცუდ სეზონს ატარებს მაგრამ საკუთარ მოედანზე არცერთი გუნდი არ არის ხელწამოსაკრავი...
"ხერესი სატურნირო ცხრილის მიხედვით ყველაზე სუსტი კლუბია იმ გუნდებს შორის, რომლებიც "ლა ლიგაში" გამოდიან, მაგრამ ეს ჩვენ არ მოგვცემს მოდუნების საშუალებას. ეს გუნდი მასპინძელია და საკუთარ კედლებში ყველა გაორმაგებული მოტივაციით თამაშობს".
"ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ ესპანიოლთან და დამაჯერებლადაც გავიმარჯვეთ, უნდა გავაგრძელოთ პროგრესი და ყველა მატჩში ვიბრძოლოთ სამი ქულის მოსაპოვებლად, რეალს აღარ აქვს ქულების დაკარგვის უფლება".
"მიუხედავად იმისა, რომ ,,ბლანკოსს" ძალიან კარგი შედეგი აქვს (50 ქულა) მაინც არ არის სატურნირო ცხრილის სათავეში, ამას კი კატალონიის ბარსელონას ძალიან კარგი ფორმა განაპირობებს, დარწმუნებული ვარ ბარსას დაეწყება ჩავარდნა, რადგან ვერცერთი გუნდი ვერ ამთავრებს სეზონს უმაღლეს დონეზე, მცირე ჩავარდნა ყველას აქვს, როდესაც ისინი ქულებს დაკარგავენ, ჩვენ მოგვეცემა შანსი და ვალდებულები ვართ გამოვიყენოთ" - განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.
- 8 თებერვალი 2010
- 1 888
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.