ზიდანი:„„ატლეტიკოსთან“ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც არასდროს“

ზინედინ ზიდანმა მადრიდული დერბის წინ პრესკონფენრეცია გამართა...

„ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც არასდროს. მზად ვართ, კარგად მოვემზადეთ და ფეხბურთელებს მოტივაცია აქვთ. მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.“

„კარიმ ბენზემა განაცხადში იქნება, ითამაშებს თუ არა ხვალ გადავწყვეტთ.“

„მთავარია, მორატა ფეხზე დროულად წამოდგეს. ახლა ამაზე წუწუნს აზრი არ აქვს. სანაკრებო მატჩმა ესპანელზე ზეგავლენა იქონია და ის დაახლოებით 1 თვის მანძილზე ვერ დაგვეხმარება.“

„როტაცია შესაძლოა მოხდეს, მაგრამ „ბლანკოსის“ სათამაშო ფილოსოფია არ შეიცვლება.“

„ვნახოთ, როგორ დაბრუნდება სერხიო რამოსი. კაპიტანს სათამაშო დრო აუცილებლად მიეცემა, ის მთელი კვირის მანძილზე მონდომებით ვარჯიშობდა.“

„ვეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ და მაქსიმალური შედეგი მივიღოთ. მადრიდის „რეალის“ ქომაგებისთვის დერბის წაგება დიდი ტკივილის მომტანი იქნება, ამიტომ 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ.“

„სერხიო რამოსი ფენომენალურ სამუშაოს ატარებს, ის ნამდვილი კაპიტანია და ქალაქურ დერბიში დაგვეხმარება.“

„ისკო ესპანეთის ნაკრებში ძალიან საჭირო ფეხბურთელია. მიხარია, რომ ნახევარმცველი პროგრესირებს, ის „ბლანკოსს“ დიდ დახმარებას უწევს.“

„ფავორიტი? მერწმუნეთ, შანსები თანაბარია.“

„პირველიდან ბოლო წუთამდე უნდა დავიხარჯოთ და საუკეთესო შედეგს მივაღწიოთ. მადრიდში ფეხბურთი ძალიან უყვართ, ამიტომ გულშემატკივრებმა დიდი სიამოვნება უნდა მიიღონ.“

„მორატას საკითხთან დაკავშირებით კომპეტენტური არ ვარ. მისი მდგომარეობის შესახებ სამედიცინო შტაბს ჰკითხეთ.“

„კრიშტიანო რონალდუ ყოველთვის დიდი ენერგიით გამოირჩევა და ვარჯშებზე მაქსიმალურ დატვირთვას იღებს, ის პირველივე წუთებიდან გამოცნდება მოედანზე და სიმეონეს გუნდს შეუტევს.“

„ჩვენი მეტოქე წლიდან წლამდე პროგრესირებს, ფაქტია, რომ დიეგო სიმეონე საოცარ სამუშაოს ატარებს, შედეგები კი სახეზეა. დღეს „როხიბლანკო“ მსოფლიო გრანდს წარმოადგენს, მისი დამარცხება ყველასთვის რთულია.“

„დაე საუკეთესომ გაიმარჯვოს. ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს შესაძლებლობების ბოლომდე წარმოსაჩენად.“

„არ ვიცი ითამაშებს თუ არა კარიმ ბენზემა, ის 100%-ით მზად არ არის, მაგრამ ვარჯიშებზე საკმაოდ დამაკმაყოფილებელ კონდიციას აჩვენებდა.“

„გრიზმანის დაზიანება? არასდროს გამიხარდება ფეხბურთელის ტრავმიანობა, ეს ხომ სპორტია, სადაც ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ.“

  • Hala
  • 18 ნოემბერი 2016
  • 6 459
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)