მორიენტესი: "მე სხვა სქემას ავირჩევდი"

"რეალის" ვეტერანი თავდამსხმელი ფერნანდო მორიენტესი მადრიდულ დერბის გამოეხმაურა.

"ჩემზე რომ იყოს, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ განსხვავებული სქემით ვათამაშებდი გუნდს.ვფიქრობ, შეტევის ფრთებზე ვასკესისა და ბეილის, ხოლო ცენტალურ ნაწილში რონალდუს გამწესება გაცილებით ოპტიმალური ვარიანტი იქნება."

"რა თქმა უნდა, მორატას დანაკლისი დაეტყობა სამეფო კლუბს.თუ არ ვცდები, ამ მომენტისათვის სწორედ ის არის საუკეთესო გოლეადორი 8 გატანილი გოლით.ალვარო ყოველთვის ნაყოფიერია მწვანე მინდორზე, არ აქვს მნიშვნელობა, საწყისი წუთებიდან ირჯება, თუ სათადარიგო სკამიდან.ესპანელი თავდამსხმელი საკმაოდ სწრაფია, შეუძლია ბურთის დაჭერა, თამაშის გამწვავება და უკან ჩასვლა."

"ჩემი აზრით, "ატლეტიკო" დიდი ზეწოლით იასპარეზებს, რამეთუ წაგების შემთხვევაში 9 ქულამდე გაიზრდება "რეალთან" სხვაობა, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არის დერბი – უნიკალური დაპირისპირება, სადაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ასეთ ფაქტორებს."

"სიმართლე გითხრათ, გახსნილ პაექრობას ველოდები."როხიბლანკო" 3 ქულისთვის ითამაშებს და სტუმრებს აუცილებლად ექნებათ სივრცე."

"მომდევნო შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ზიდანისათვის.აქამდე, ასეთ სერიოზულ ჯახში მონაწილეობა არ მიუღია ფრანგს.ვნახოთ, როგორი განწყობით გამოიყვანს ბიჭებს სტადიონზე, როგორ წაიკითხავს თამაშს, რომელ ფეხბურთელებს მიანიჭებს უპირატესობას, შეიტანს თუ არა გარდატეხას საჭირო დროს და ა.შ. ერთი სიტყვით ზიზუს პოტენციალის ნათელი წარმოჩინება იქნება."

"დიახ, მახსოვს ჩემი პირველი მადრიდული დერბი.მაშინ, 1–3 წავაგეთ და გოლის გატანაც მოვახერხე.ამ დროს ქალაქი იცვლება და საოცარი ატმოსფერო ბატონობს."

AS

  • Madri
  • 18 ნოემბერი 2016
  • 3 786
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 15
2 რაფინია 9
3 ბუდიმირი 8
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (34)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)