იგუაინი კონტრაქტს გაახანგრძლივებს
გონსალო იგუაინისთვის ახალი კონტრაქტი მზადდება.
ბოლო 2 სეზონის განმავლობაში არგენტინელი ფორვარდი ,,რეალის" წამყვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. მან ამ სეზონში ყველა ტურნირში 14 გოლის გატანა მოახერხა. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ მისნაირი ტალანტი კარიმ ბენზემა სათადარიგოთა სკამზე ზის.
როგორც ,,ასი" იუწყება ხორხე ვალდანომ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები 22 წლის ფორვარდთან. ის მადრიდის რეალთან ხანგრძლივ კონტრაქტს გააფრომებს.
იგუაინი ,,ბლანკოსში" რამოდენიმე წლის წინ გადავიდა. ,,თეთრები" ძალიან ფრთხილობენ ამ უდიდესი ტალანტის დაკარგვას და კონტრაქტს სწორედ ამიტომ უხანგრძლივებენ, აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პიპიტა ყველაზე დაბალანაზღაურებადი ფეხბურთელია მადრიდის რეალის რიგებში. როგორც ვიცით არგენტინელით ლონდონის ,,არსენალი" სერიოზულად არის დაინტერესებული.
ინფორმაციის წყარო:as.com
- 8 თებერვალი 2010
- 1 770
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.