"ატლეტიკო" ბოლო 3 წელია არ აგებს "რეალთან"
ბოლო წლების განმავლობაში, პრიმერა დივიზიონის ფარგლებში ჩატარებულ მადრიდულ დერბიში აშკარა უპირატესობა აქვს "ატლეტიკოს."
2013 წლის 27 აპრილის შემდეგ, დედაქალაქურმა გრანდებმა 6 დაპირისპირება გამართეს, საიდანაც 4 "როხიბლანკოს" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 2 შემთხვევაში ფრე დაფიქსირდა.აღსანიშნავია, რომ მათი აღმასვლა სიმეონეს დანიშვნის შემდეგ დაიწყო, რომელმაც "თეთრების" 14 წლიანი ბატონობა დაასრულა და დღემდე სიცოცხლეს უმწარებს "მეზობლებს."
ალბათ, გულშემატკივრებს ახსოვთ 2013 წლის ესპანეთის თასის ფინალი, როდესაც "რეალმა" 1–2 დათმო "სანტიაგო ბერნაბეუზე."ეს პაექრობა გარდამტეხი გამოდგა კლუბების ურთიერთდაპირისპირების ისტორიაში.
AS
- 18 ნოემბერი 2016
- 3 907
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.