მარსელო;„როდესაც მადრიდში ჩამოვედი, საშიშ ვითარებაში აღმოვჩნდი“
მარსელო ვიეირამ მადრიდის „რეალის“ ოფიციალურ ვებ-გვერდს ინტერვიუ მისცა...
„როდესაც ესპანეთის დედაქალაქში ჩამოვედი ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და საკმაოდ საშიშ ვითარებაში აღმოვჩნდი. კონკურენცია უდიდესი იყო, მე კი გამოცდილება არ მქონდა. ბაზაზე შესანიშნავად დამხვდნენ, ყველა ფეხბურთელი მეხმარებოდა და ადაპტაცია არ გამჭირვებია. უკვე 10 წელია „ბლანკოსის“ ღირსებას ვიცავ და ამაყი ვარ.“
„მადრიდში ტიტულების მოსაგებად ჩამოვედი. უკვე 12 თასს მოვითვლი, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა. თითოეულ ოქროს მედალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა განსაკთრებულია.“
„ალფრედო დი სტეფანო მადრიდში კულტად ჰყავთ ქცეული, ის საოცარი შეგირდი იყო.“
„ჩემი კერპი რობერტო კარლოსი იყო, არის და იქნება. მერწმუნეთ, მისი დონის მარცხენა მცველი მსოფლიოს არ ახსოვს. მიხარია, რომ რობერტო ჩემი მეგობარია.“
„დაუვიწყარი მომენტები? არაერთის გახსენება შემიძლია. ძალიან სასიამოვნო იყო სადებიუტო მატჩი, პირველი გოლი, „ლა დესიმა“ და ასე შემდეგ. როდესაც „ბლანკოსის“ შეგირდი ხარ, თავგადასავლებით სავსე სამყაროში გიწევს ყოფნა.“
„მახსოვს ლისაბონში გატანილი გოლი, ასევე „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ შესრულებული თერთმეტმეტრიანი, რომელმაც ბევრი რამ გადაწყვიტა.“
„როდესაც „დეპორტივოს“ სტადიონზე შევედი და მივხვდი, რომ მთელი ყურადღება ჩემზე იყო მომართული, ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ვეცადე, ბოძებული წუთები მაქსიმალურად ამეთვისებინა.“
„ვცდილობ, ყველა ვარჯიშზე ბოლომდე დავიხარჯო და თითოეული ახალგაზრდისთვის მისაბაძი ფეხბურთელი გავხდე. მადრიდის „რეალში“ კაპიტნის სამკლაურის მორგება ძალიან ბევრს ნიშნავს, ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა.“
„ეს კლუბი ყოველთვის ძალიან ბევრ ადამიანს აძლევს განვითარების საშუალებას. ეს მადრიდის „რეალია“, რომელიც ყოველთვის კლუბზე მეტს წარმოადგენს.“
„როდესაც მადრიდელი გავხდი, 12, 16 და 20 ნომერი შემომთავაზეს. რატომ ავირჩიე 12? იმიტომ, რომ ამ რიცხვში ვარ დაბადებული. საბოლოოდ, ეს ნომერი წარმატებული აღმოჩნდა.“
„დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის, მხარში დგომისთვის და ყველა იმ წუთისთვის, რომელიც მათ მაჩუქეს. მე ყოველთვის ვეცდებით, მადრიდელთა გახარებას.“
- 16 ნოემბერი 2016
- 3 221
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.