რობინიო "რეალიდან" წასვლას ნანობს
როგორც იცით ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რობინიომ მადრიდის "რეალი" 2008 წელს დატოვა, ამის მიზეზად მან განაცხად, რომ სამეფო კლუბში თავს ბედნიერად ვერ გრძნობდა. დღეს კი მან გააკეთა კომენტარი, სადაც სამეფო კლუბის ფანებს ბოდიში მოუხადა და გაამხილა, რომ თავის გადაწყვეტილებაზე ("რეალის" დატოვებაზე) ნანობს.
"სამეფო კლუბი კრიშტიანო რონალდოსთან ერთად უკეთ გამოიყურება." - განაცხადა რობინიმ, რომელიც ახლახან მანჩესტერ "სიტიდან", იჯარით ბრაზილიურ კლუბ "სანტოსში" გადავიდა.
ტელეარხ Globo-სთან საუბარში რობინიომ განაცხადა: "ძალიან ვწუხვარ. მივხვდი რომ შეცდომა დავუშვი, როდესაც მადრიდის "რეალი" დავტოვე. ამ გადაწყვეტილებამ ჩემი მომავალი ცუდისკენ შეცვალა. იმედია ფანები მაპატიებენ."
ინფორმაციის წყარო: Marca.Com
სტატიის ავტორი: EL Gio
სტატიის ავტორი: EL Gio
- 8 თებერვალი 2010
- 2 188
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.