კალათბურთელებმაც იმარჯვეს
მადრიდის "რეალმა" კალათბურთშიც იმარჯვა "მურსიაზე", ანგარიშით 96-67. ეს კი ძირითადად მადრიდელთა დაცვის კარგად თამაშმა განაპირობა. მატჩის უდავო გმირი კაუკენასი გახდა, რომელმაც 18 ქულას მოუყარა თავი.
ტომიჩი და ველიჩკოვიჩი შესანიშნავად ასპარეზობდნენ, ხოლო ლული და ჟარიჩი კი ცდილობდნენ კარგად შეექმნათ მომენტები. საბოლოო ჯამში რეალმა პირველი ნახევარი 12 ქულიანი ჰანდიკაპით დაასრულა.
მას შემდეგ რაც მადრიდის "რეალი" 12 ქულით გავიდან წინ, ადგილობრივი კლუბი შეტევებზე გადავიდა და სხვაობა 10 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ველიჩკოვიჩმა იმდენი გააკეთა, რომ ანგარიში 20 ქულამდე გაზარდა. მან ოთხი სამქულიანი ჩააგდო.
ლუის ბულოკი მესამე პერიოდში გამოჩნდა. ეტორე მესინა კი დაცვითი სტილის თამაშზე გადავიდა. მადრიდისტებმა კი 24 ქულიანი ჰანდიკაპით დაასრულეს ხსენებული პერიოდი.
არაფერი შეცვლილა ამ ნაკლებად დაძაბული მატჩის ბოლო პერიოდშიც, სადაც თეთრებმა თამაში მშვიდად ჩაამთავრეს. მათ 2010 წელში წაგება არ აქვთ. ეს კი მათი მე-17 წარმატება იყო ქვეყნის ჩემპიონატში.
ინფორმაციის წყარო:realmadrid.com
- 7 თებერვალი 2010
- 1 602
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.